logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორების განცხადებები დააკმაყოფილა
- +

10 მარტი. 2016. 13:00



საქართველს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის თაობაზე მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორების განცხადებები დააკმაყოფილა.


"თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მთავრობას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა მიმართეს. შესაბამისად, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ორივე განცხადება დაკმაყოფილდა.

 

პრემიერ-მინისტრი გაწეული სამსახურისთვის ნუგზარ ყიფიანს და ზურაბ რუსიშვილს მადლობას უხდის", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner