logo_geo
eng_logo
„დაკარგული სამხედროების ძებნის ოპერაციის გაგრძელება ამ ეტაპზე შედეგს ვერ გამოიღებს“
- +

31 აგვისტო. 2016. 11:06



თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი მხრიდან დაკარგული სამხედროების ძებნის ოპერაციაში სამინისტრომ ყველა რესურსი გამოიყენა.


თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდმა 11-დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.


თურქული მხარის განმარტებით, ძებნის ოპერაციის გაგრძელება ამ ეტაპზე, შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან მათი მხრიდან ყველანაირი რესურსი იქნა გამოყენებული.


650-ტონიანი თურქული ხომალდი, 41-კაციანი ეკიპაჟით და ბოლო თაობის სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობით, გადარჩენის ოპერაციაში 20 აგვისტოს, თურქულ მხარესთან თავდაცვის მინისტრის მოლაპარაკების შედეგად ჩაერთო.  ხომალდს სულ რამდენიმე ანალოგი აქვს და ყველაზე მძლავრია მსგავს სიტუაციებში ძებნის განსახორციელებლად.


თურქულ ეკიპაჟთან ერთად, სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის მინისტრი და თურქეთის კონსული პირადად იყვნენ ჩართული და სამი დღის განმავლობაში ძებნის პროცესს ხომალდიდან აკვირდებოდნენ.


უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ძებნის ოპერაციაში, თურქული მხარის პარალელურად თავდაპირველად ჩართული იყო ამერიკული ავიაციაც, თუმცა ეს ოპერაციაც უშედეგოდ დასრულდა


16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ.


გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაკარგულების ოჯახებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახის დახმარებას გაუწევს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner