logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: დიახ, „ხალხის ძალამ“ დესტრუქციულთა მიერ ფარად აფარებული ახალგაზრდების სიცოცხლის დასაცავად დათმო ამ პროცესში მის მიერ მოგებული ყველა სვლა, რადგან მშვიდობასა და ადამიანების გადარჩენილ სიცოცხლეზე დიდი გამარჯვება არ არსებობს
- +

11 მარტი. 2023. 13:20

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები სავალდებულო წესით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა, „ხალხის ძალამ" ეს ბრძოლა (არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან) მოიგო!

 

ჩვენ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტებზე ორდღიანი მსჯელობის ფონზე, ვერცერთი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი რომლითაც დადასტურდებოდა, რომ კანონპროექტები - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ იყო რუსული ან ატისახელმწიფოებრივ მიზანს ემსახურებოდა, „ხალხის ძალამ“ ეს ბრძოლა (არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან) მოიგო!

 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ორივე კანონის პროექტი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, „ხალხის ძალამ“ ეს ბრძოლა (არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან) მოიგო!

 

ამ საქმიან ბრძოლაში არაერთი მიღწეული გამარჯვების მიუხედავად, „ხალხის ძალამ", როგორც სახელმწიფო ინტერესების გამტარმა რაციონალურმა ძალამ, საბოლოო გამარჯვების გაფორმებას (დესტრუქციული ძალების მიერ შეცდომაში შეყვანილი ემოციური ახალგაზრდების) უსაფთხოება და საკუთარი გამარჯვების ახალგაზრდებისათვის დათმობა არჩია.

 

შედეგად, მივიღეთ - გამარჯვებული, ბრძოლაში წინა ხაზზე მდგომი „ხალხის ძალა“, რომელმაც ოპოზიციური ძალების მიერ მაიდანისთვის განწირულ ახალგაზრდებს საკუთარი გამარჯვების ნაცვლად სიცოცხლე აჩუქა, დიახ, „ხალხის ძალამ“ დესტრუქციულთა მიერ ფარად აფარებული ახალგაზრდების სიცოცხლის დასაცავად  დათმო ამ პროცესში მის მიერ მოგებული ყველა სვლა, რადგან მშვიდობასა და ადამიანების გადარჩენილ სიცოცხლეზე დიდი გამარჯვება არ არსებობს!

 

ეს არის დაუწერელი კანონი და გნებავთ - დღეიდან დასაწერიც!“ - აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner