„ჯერ ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტიის განაცხადი, ახლა კანადის მთავრობა. რაო, ეს არ იქნება რუუუსული კანონი, ეს არ იქნება ცივილიზებულ სამყაროსთან დაშორება?“- ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კანადის მთავრობა აპირებს შემოიღოს სარეგისტრაციო სისტემა, რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციას მოემსახურება.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს კანონი იყო მიზეზი პროტესტის აგორების, არ იქნებოდა ეს, იქნებოდა სხვა.
„ჯერ ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტიის განაცხადი, ახლა კანადის მთავრობა.
რაო, ეს არ იქნება რუუუსული კანონი, ეს არ იქნება ცივილიზებულ სამყაროსთან დაშორება?
დარწმუნებული ვარ ბევრი ქვეყანა მიიღებს ამ კანონს, მაგრამ ის რაც შეიძლება სხვისთვის, არ შეიძლება ჩვენთვის, ასეა?
მე ისევ ჩემს აზრზე ვრჩები, ეს კანონი იყო მიზეზი პროტესტის აგორების, არ იქნებოდა ეს, იქნებოდა სხვა.
ჩვენ ეტყობა დაბალი ღობე გვნახეს, რა ინტერესი აქვთ ასეთი გარკვეულ ძალებს ჩვენი ქვეყნის, ასეთი ზეწოლა რომ ხორციელდება.
ნურავის ეგონება, რომ კანონის გაწვევა ხელისუფლების დამარცხებას და მერაბიშვილი-ლომჯარიას გამარჯვებას ნიშნავს. ეს ჩვენი, შეცდომაში შეყვანილი, პირადი ინტერესებისთვის გამოყენებული, ახალგაზრდების დაცვა იყო მოსალოდნელი უბედურებისგან, რაც აშკარად რეალურად იდგა“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.