logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე კანადაში უცხოური გავლენის რეესტრის შექმნის დაანონსებაზე: „არა რუსულ კანონს“ თუ როგორაა საქმე, ჩვენო „ეროვნულო“ ბენეფიციარებო?
- +

11 მარტი. 2023. 14:25

 

 

„ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კანადის მთავრობა აპირებს შემოიღოს სარეგისტრაციო სისტემა, რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციას მოემსახურება.

 

„არა რუსულ კანონს“ თუ როგორაა საქმე, ჩვენო „ეროვნულო“ ბენეფიციარებო?

 

ეს კანონი მალე ევროკავშირშიც და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დაინიცირდება.

 

იმიტომ, რომ ყველაზე დიდი რისკი ტერორიზმის, ეთნიკური შუღლის, დესტაბილიზაციის, ფულის გათეთრებისა და სხვა სახელმწიფო პრობლემებისა, უკონტროლო ფულის ბრუნვას მოაქვს.

 

ჩვენ დაბალი ღობე გვნახეს?

 

კი და განსაკუთრებით, ყველაზე დიდი ნაძირალა არა თვითონ არასამთავრობოთა წარმომადგენლები, არამედ იმ სტუდენტებს ამოფარებული პროფესორ-მასწავლებლები არიან, ვინც სასარგებლო იდიოტის როლი მოირგო და ახალგაზრდებს ტვინებს ურეცხავდა!

 

ყველაზე სამარცხვინო, არა კანონპროექტის ავკარგიანობა, არამედ ელჩის თითის გატკაცუნებაზე მოცეკვავე ბრბოა!

 

მონასა და მანქურთს შორის, იცით რა განსხვავებაა?

 

მონას, ბრძოლის პერსპექტივა აქვს და მანქურთს სჯერა, რომ საკუთარი მონობა თავისუფლებაა!

 

დადექით ახლა და ეკა ბესელიას ხმით იღმუვლეთ: ცივილიზაციას გვაშორებენ „ფიფოლ“...

 

P.S.

 

ახალ უარეს „ნარატივს“ მოგცემთ, საკუთარი უნიათობის „გასაპრავებლად“ - კანადა, ამერიკა, ევროპა და ყველა ჩვენ გარდა, ჩვენზე განვითარებული საზოგადოებებია და ეგეთი კანონი იქ გაამართლებს-თქო“, - წერს ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner