logo_geo
eng_logo
ტაბატაძემ მოქმედ ჩემპიონს გაუტანა
- +

11 მარტი. 2023. 15:34

 

 

აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის 26-ე ტური დაიწყო. პირველ დღეს ორი მატჩი გაიმართა: ჯერ „კიაპაზმა“ შინ „ზირეს“ უმასპინძლა, მოგვიანებით კი „საბაჰი“ „სუმგაითს“ დაუპირისპირდა – ქართველები ორივე შეხვედრაში მონაწილეობდნენ.

 

დავით ვოლკოვი „საბაჰის“ შემადგენლობაში იყო და 74 წუთი ითამაშა „სუმგაითთან“, „ბანკ რესპუბლიკა არენაზე“ გამართული მატჩი კი მისი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 4:0. „საბაჰში“ შეუცვლელად ითამაშა ზურაბ ოჩიგავამ, რომელიც კიევის „დინამოს“ აღზრდილია.

 

„კიაპაზმა“ შინ „ზირე“ მიიღო და მეტოქესთან ქულები გაინაწილა – 1:1. განჯას სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მასპინძელთა შემადგენლობაში ითამაშეს მათე კვირკვიამ (90+2-ე წუთზე შეცვალეს) და გიორგი ქანთარიამ. „საბაჰი“ 59 ქულით მეორე ადგილზეა და „ყარაბაღს“ (65) ჩამორჩება, „კიაპაზი“ (21) კი მე-7 პოზიციაზეა.

 

უზბეკეთის სუპერლიგის მეორე ტურში ქართული გოლი გავიდა. თომა ტაბატაძის ფერგანის „ნეფთჩიმ” 20 ათასი მაყურებლის თანადგომით გიორგი პაპავას ტაშკენტის „ფახტაკორი“ 2:1 დაამარცხა. ქართველმა თავდამხმელმა თითქმის სრულად (90+3 წუთი) ითამაშა, 81-ე წუთზე კი ტაშკენტელებს გადამწყვეტი გოლი გაუტანა და თამაშის ბედი გადაწყვიტა.

 

„ფახტაკორში“ 75-ე წუთზე გამოჩნდა „დინამო თბილისის“ ყოფილი კაპიტანი პაპავა, რომელმაც ყვითელი ბარათი (85) მიიღო. ორი ტურის შემდეგ „ნეფთჩი“ 6 ქულით გალიდერდა, ხოლო ტაშკენტის „ფახტაკორი” (უქულოდ) მე-11 პოზიციაზეა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner