logo_geo
eng_logo
გრიგოლ გიორგაძე: არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა შეიქმნება ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურვილი ექნებათ, გიარონ წვევამდელთა სამხედრო სამსახური
- +

11 მარტი. 2023. 15:55

 

 

„ახალი „თავდაცვის კოდექსით“ ჩვენ ასევე ვაწესებთ სოციალურ გარანტიებს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა.

 

„თავდაცვის კოდექსის“ შემუშავების მთავარი მიზანია, თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება და იმ ნაკლოვანებების აღმოფხვრა, რომელიც დღეს არსებობს, თუნდაც გაწვევის სისტემასთან დაკავშირებით, რაც საერთო ჯამში, მოემსახურება თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას.

 

ახალი „თავდაცვის კოდექსით“ ჩვენ ასევე ვაწესებთ სოციალურ გარანტიებს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის. არაერთი მნიშვნელოვანი მოქნილი პროგრამა დადგინდება ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურვილი ექნებათ, გიარონ წვევამდელთა სამხედრო სამსახური“, - განაცხადა გიორგაძემ.

 

ამასთან, ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ. თავდაცვის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ სტუდენტებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახური ნებაყოფლობითი იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner