ბათუმში გვიან ღამით ერთ-ერთ ღამის კლუბში კაცი ცივი იარაღით მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ შელაპარაკება უძღოდა.
დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს, რაც 4-იდან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.