აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მერთან, ლევან ზოიძესთან ერთად სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა და 4 ოჯახს ინდივუდუალური ტიპის სოციალური სახლები გადასცა. 2023 წელს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ქობულეთში დამატებით 12 ოჯახისთვის აშენდება, რისთვისაც 800 000 ლარია გათვალისწინებული.
ასევე, ქობულეთში დაგეგმილია 2 მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა.
საცხოვრებელი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 120 ეკომიგრანტი ოჯახის დაკმაყოფილებას.