logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: დაკარგული სამხედროების საქმეში დანაშაულის ნიშნები იკვეთება
- +

31 აგვისტო. 2016. 11:09



საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გონიოში დაკარგულ სამხედროებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით იკვეთება დანაშაულის ნიშნები, რომელსიც საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება ცნობილი.



„გონიოში დაკარგული სამხედროების საქმესთან დაკავშირებით გამოძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი. იკვეთება გარკვეული დანაშაულის ნიშნები. თუ რა ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე, საზოგადოება ამაზე მალე მიიღებს ინფორმაციას", - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს გონიოში, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს ორი სამხედრო დაიკარგა. 11-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ეკიპაჟმა ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.


საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner