logo_geo
eng_logo
12 მარტს მერაბ დვალიშვილი UFC-ში მორიგ ბრძოლას გამართავს
- +

11 მარტი. 2023. 18:52

 

 

ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი 12 მარტს UFC-ში მორიგ ბრძოლას გამართავს. მისი მეტოქე რუსი, პიოტრ იანია და ეს დაპირისპირება საღამოს მთავარი ბრძოლა იქნება.

 

მერაბ დვალიშვილს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში ზედიზედ 8 გამარჯვება აქვს, სულ კი მის ანგარიშზე 19 შეხვედრიდან 15 გამარჯვებაა. რუსი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, ქართველი სპორტსმენი დივიზიონის მეორე ნომერი გახდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner