ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი 12 მარტს UFC-ში მორიგ ბრძოლას გამართავს. მისი მეტოქე რუსი, პიოტრ იანია და ეს დაპირისპირება საღამოს მთავარი ბრძოლა იქნება.
მერაბ დვალიშვილს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში ზედიზედ 8 გამარჯვება აქვს, სულ კი მის ანგარიშზე 19 შეხვედრიდან 15 გამარჯვებაა. რუსი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, ქართველი სპორტსმენი დივიზიონის მეორე ნომერი გახდება.