logo_geo
eng_logo
ლომჯარიამ საკუთარი ქმედებით დაამტკიცა, რომ ის ყოველთვის მხარეს წარმოადგენდა, რომლისთვის მთავარი არა ფაქტობრივი გარემოება, არამედ პარტიული დავალებაა - დავით ჩიხელიძე
- +

11 მარტი. 2023. 19:00

 

 

„კიდევ ერთხელ ვნახეთ, ლომჯარია ყველაზე არასახალხო, სახალხო დამცველი იყო. ლომჯარია წარსულში/აწმყოში გვარწმუნებს და მომავალშიც დაგვარწმუნებს, რომ ის მიკერძოებული, არაკომპეტენტური ადამიანია, რომლის სახალხო დამცველობა დიდი გაუგებრობა იყო“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ლომჯარიამ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ორ მედია საშუალებას პრორუსული უწოდა.

 

აღნიშნულ ფაქტს ჩიხელიძე ცილისწამებას უწოდებს და ამბობს, რომ ეს იარლიყის მიწებების კლასიკური მაგალითია:

 

„ბოლო დღეებში მან რამდენიმე ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა, რომელმაც მისი ისედაც არარსებული რეიტინგის ფსკერი გვაჩვენა. რამდენიმე დღის წინ, როდესაც ლომჯარია სტუდენტებს ხვდებოდა, არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. სტუდენტი, რომელმაც განსხვავებული აზრი დააფიქსირა და კითხვა დასვა დარბაზიდან გააძევეს, მისი რეაქცია ნული იყო, როდესაც უსამართლობას ხედავ და რეაგირება არ გაქვს, მინიმუმ უხერხულია გერქვას უფლებადამცველი, იურისტი და სახალხო დამცველი. ლომჯარიას თვალწინ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა მოხდა, მან კი არც შეიმჩნია, შეხვედრა განაგრძო.

 

მეორე შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც ლომჯარიამ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ორ მედია საშუალებას პრორუსული უწოდა. ეს ცილისწამება, ყალბი ამბის გავრცელება და იარლიყის მიწებების კლასიკური მაგალითია. როგორც ლომჯარია ამბობს ის იურისტია, იურისტისთვის მთავარი ფაქტობრივი მტკიცებულებებია. როდესაც იურისტი აღქმებით საუბრობს, ეს მის არაპროფესიონალიზმს უსვამს ხაზს. ლომჯარიამ საკუთარი ქმედებით დაამტკიცა, რომ ის ყოველთვის მხარეს წარმოადგენდა, რომლისთვის მთავარი არა ფაქტობრივი გარემოება, არამედ პარტიული დავალებაა“, - წერს ჩიხელიძე ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner