ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს" საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს" მთავარი სტრატეგი აბუ მუჰამედ ალ ადნანი მოკლულია.
მათი ცნობით, აბუ მუჰამედ ალ ადნანი, რომლის მოწოდებებმაც რამადანის თვეში მასობრივი სისხლისღვრა გამოიწვია, ალეპოს პროვინციაში დაჯგუფების წინააღმდეგ მიმართული სამხედრო კამპანიის მოგერიების დროს დაიღუპა.
პენტაგონის განცხადებით, ადნანის ლიკვიდაციის მიზნით საჰაერო იერიშები ქალაქ ალ ბაბ-ში განხორციელდა და ამ ეტაპზე შედეგების შეფასება მიმდინარეობს.
აბუ მუჰამედ ალ ადნანს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს" სპიკერიც იყო, აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა პიტერ კუკმა ტერორისტული დაჯგუფების საგარეო ოპერაციების მთავარი არქიტექტორი უწოდა.