logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ეს ხელისუფლება არავის გავლენის ქვეშ არ მოექცევა, ის იქნება საქართველოს მოქალაქეებისა და სახელმწიფო ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას
- +

11 მარტი. 2023. 22:53

 

დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ არსებობს კონკრეტული ჯგუფები, ვისაც ნამდვილად სურთ საქართველოში მეორე ფრონტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც უკრაინელი ჟურნალისტი, სავიკ შუსტერის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელმაც გადაცემაში „სტუმრად დიმიტრი გორდონთან“ საქართველოში მიმდინარე პროცესები და მეორე ფრონტის გახსნის საკითხი განიხილა.

ის თავისი განცხადებით შეურაცხყოფას აყენებს იმ სახელმწიფოს, რომელიც ტოტალიზმის, კომუნიზმისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ იბრძვის. ეს ხელისუფლება არავის გავლენის ქვეშ არ მოექცევა და არასდროს არავის გავლენის აგენტი იქნება. ის იქნება საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანაში უზრუნველყოფს მშვიდობას და ამ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. იმ ცრუ ნარატივის პირობებში, რასაც ჩვენ ოპოზიციის მხრიდან ვიღებთ, ძალიან რთულ გარემოში გვიწევს ოპერირება“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

გადაცემაში „სტუმრად დიმიტრი გორდონთან“ საქართველოში მიმდინარე პროცესები და მეორე ფრონტის გახსნის საკითხი განიხილეს. გადაცემის სტუმარი უკრაინელი ჟურნალისტი, სავიკ შუსტერი იყო, ინტერვიუს კი გორდონის ცოლი, ალესია ბაცმანი უძღვებოდა. ბაცმანმა სტუმარს საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე დაუსვა კითხვები.

right_banner right_banner
არქივი
right_banner