„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ჟურნალისტ სავიკ შუსტერის განცხადებას ეხმიანება, როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ჯერ არესტოვიჩმა განგვიმარტა, რომ სააკაშვილი შეძლებდა რუსებთან ომსო. ახლა კი ეს უკრაინელი ჟურნალისტი პირდაპირ, ღიად საუბრობს საქართველო-რუსეთის სამხედრო დაპირისპირებაზე ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში.
მისი თქმით, ახლა მიდის დატესტვა, აზრის ფორმირების მცდელობა, განსაკუთრებით ქართული "მაიდანის" ჩავარდნის შემდეგ, იქნებ აიყოლიონ ქართული საზოგადოება.
„ჯერ არესტოვიჩმა განგვიმარტა,რომ სააკაშვილი შეძლებდა რუსებთან ომსო. ახლა კი ეს უკრაინელი ჟურნალისტი პირდაპირ, ღიად საუბრობს საქართველო-რუსეთის სამხედრო დაპირისპირებაზე ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში.
რა გეგმაც ჰქონდა ჩაფიქრებული გლობალური ომის პარტიას და მის უკრაინულ ფილიალს, კვლავ თავიდან „ამოიქოქა“.
არავის გეგონოთ არახამიას გუშინდელი გამოჩენა,ქართული პოლიტიკის კონტექსტში და დღეს ეს ჟურნალისტი ქართულ-რუსულ კონფლიქტზე, დამთხვევა და მათი უბრალო მოსაზრებაა...
არა, ახლა მიდის დატესტვა, აზრის ფორმირების მცდელობა, განსაკუთრებით ქართული "მაიდანის" ჩავარდნის შემდეგ,
იქნებ აიყოლიონ ქართული საზოგადოება.“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
გადაცემაში „სტუმრად დიმიტრი გორდონთან“ საქართველოში მიმდინარე პროცესები და მეორე ფრონტის გახსნის საკითხი განიხილეს. გადაცემის სტუმარი უკრაინელი ჟურნალისტი, სავიკ შუსტერი იყო, ინტერვიუს კი გორდონის ცოლი, ალესია ბაცმანი უძღვებოდა. ბაცმანმა სტუმარს საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე დაუსვა კითხვები.