logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: სავიკ შუსტერი ამბობს, რომ ნაცების გამარჯვება თბილისში იმიტომ გვჭირდება, რომ ოცნება ვერა და ვერ დავიყოლიეთ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლაზე
- +

11 მარტი. 2023. 23:35

 

საოცარი თანხვედრაა საქართველოსთან მიმართებით უკრაინის მთავარ „პროპაგანდონ" სავიკ შუსტერსა და რუსეთის მთავარ „პროპაგანდონშა“ მარგარიტა სიმონიანს შორის, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შუსტერის ინტერვიუ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლების მიერ პროვოკაციების და რადიკალიზაციის თავიდან აცილებისკენ მიმართულ ძალისხმევას ალტერნატივა არ გააჩნია. როგორც ქართველიშვილი აცხადებს, შუსტერი თავადვე აცხადებს, რომ სააკაშვილის პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტი გარდაუვალი იქნება.

საოცარი თანხვედრაა საქართველოსთან მიმართებით უკრაინის მთავარ „პროპაგანდონ“ სავიკ შუსტერსა და რუსეთის მთავარ „პროპაგანდონშა“ მარგარიტა სიმონიანს შორის. ერთი დღის ინტერვალით - შუსტერი იძახის, რომ ნაცების გამარჯვება თბილისში იმიტომ გვჭირდება, რომ ოცნება ვერა და ვერ დავიყოლიეთ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლაზე, ხოლო სააკაშვილის გამარჯვების შემთხვევაში, ეს კონფლიქტი გარდაუვალი იქნება.

სიმონიანი კი ბრძანებს, რომ ნაცების გამარჯვების შემთხვევაში, საფრთხეს ხედავს სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით და ყოველგვარი ფართომასშტაბიანი ომის გარეშე, თბილისი და საქართველო უბრალოდ დაიბომბება, ვინაიდან არანაირი „ძმური“ დამოკიდებულება ქართველებთან მათ არ ამოძრავებთ და თბილისს, თუნდაც „კიევო-პეჩორას ლავრაც“ კი არ გააჩნია, რომ ეს ქვეყანა და ეს ხალხი დაინდონ.

ამ სამი ვერაგი მოცემულობის (ნაცების, კიევისა და მოსკოვის) გარემოცვაში, რომლებსაც ჩვენთან დაკავშირებით ერთი და იგივე მიზნები ამოძრავებთ, ხელისუფლების ძალისხმევას არ ავყვეთ პროვოკაციებს, თავიდან ავიცილოთ ვითარების რადიკალიზაცია - ალტერნატივა არ გააჩნია“, - წერს დავით ქართველიშვილი.

გადაცემაში „სტუმრად დიმიტრი გორდონთან“ საქართველოში მიმდინარე პროცესები და მეორე ფრონტის გახსნის საკითხი განიხილეს. გადაცემის სტუმარი უკრაინელი ჟურნალისტი, სავიკ შუსტერი იყო, ინტერვიუს კი გორდონის ცოლი, ალესია ბაცმანი უძღვებოდა. ბაცმანმა სტუმარს საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე დაუსვა კითხვები.

right_banner right_banner
არქივი
right_banner