იმ ოპოზიციის მხრიდან, რომელიც იყო ამ პროპაგანდისტული ნარატივის შედეგად ამ აქციების სულის ჩამდგმელი. არ ვიცი, როგორ უნდა ველოდოთ მონაწილეობას 12 პუნქტის შესრულებაში. მათ ფაქტობრივად არაფერში მიუღიათ მონაწილეობა,’- მის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს გარეშე შეასრულეს რეკომენდაციების მე-12 პუნქტი.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პირველი პუნქტი, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება ეს საკითხი ბევრი მიზეზის გამო შეუსრულებადია.
,,მათ გარეშე, ოპოზიციის სხვა ნაწილის მონაწილეობით, ჩვენ თითქმის ბოლოში ვართ გასული, ამ რეკომენდაციების შესრულებაში. დღე-დღეზე მივიღებთ ვენეციის კომისიის დასკვნას დეოლიგარქიზაციის და სასამართლო რეფორმის კანონზე და ამაზე მუშაობას განვაახლებთ. სხვა მხრივ, სხვა პუნქტები, ძირითადად შესრულებულია. არის პირველი პუნქტი, რომელიც ეხება დეპოლარიზაციას. ეს ის საკითხია, რომელიც ბევრი მიზეზის გამო შეუსრულებადია. სამწუხაროდ, ამ რადიკალურ ნაწილს ოპოზიციისას საკმარისად არ ემიჯნება, მათ შორის, მათი დასავლელი პარტნიორები. ჩვენ ვხედავთ EPP მუდმივ მხარდაჭერას ნაციონალური მოძრაობის მიმართ. რადიკალურ პარტიას, რომელიც არ მონაწილეობს რეკომენდაციების შესრულებაში, ბოიკოტირებას პარლამენტს, აწყობს აქციებს და ა.შ. ამ პარტიას უჭერენ მხარს. პარტიას, რომელიც არის მთავარი პოლარიზაციის გამღვივებელი. მისი ევროპული დიდი ძმა მხარს უჭერს ყოველ ჯერზე. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, დეპოლარიზაცია შეუძლებელია. მანამ სანამ, თავად ცალკეული ევროპული სტრუქტურები არ გააცნობიერებენ, რომ რადიკალიზმის მხარდაჭერა საქართველოში არ შეიძლება, შეუძლებელია ამ დეპოლარიზაციის მიღწევა,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს პრობლემა არ არის პოლარიზაცია, რადგან საზოგადოება ძირითადი საკითხების ირგვლივ ერთიანი.
,,კიდევ ერთხელ, ჩვენი პრობლემა არ არის პოლარიზაცია, ჩვენზე უარესი პოლარიზაციაა ვნახეთ ბოლო არჩევნებში აშშ-ში. საფრანგეთის არჩევნები ნახეთ და ნებისმიერი სხვა ქვეყნის არჩევნები. პოლარიზაცია იქ კიდევ უფრო მეტია, ვინაიდან საზოგადოების პოლარიზაცია, სადაც საზოგადოების ჯგუფები ერთმანეთში ვერ თანხმდებიან. ჩვენთან ასეთი პოლარიზაცია საზოგადოებაში არ არის. როგორც კი ვიტყვით ევროპა, მთელი საზოგადოება ერთად იკვრება. ვიტყვით, საქართველოს მთლიანობა - მთელი საზოგადოება ერთად იკვრება. რაც არის ძირითადი თემები საზოგადოება მთლიანია. ჩვენთან პრობლემა პოლარიზაციაში არ არის. ჩვენთან პრობლემაა რადიკალიზაციაში ის, რომ ჩვენ გვყავს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლისთვისაც დემოკრატიული პროცესი მიუღებელია. მათ უნდათ ხელისუფლება, ოღონდ ისე, რომ არჩევნებზე არ გავიდნენ. მათ უნდათ ხალხის მხარდაჭერის გარეშე, ჰქონდეთ ქვეყნის მართვის სადავეები და ამას დემოკრატია არ გულისხმობს, რა თქმა უნდა, აქ კომპრომისი შეუძლებელია, დემოკრატია ვერ წავა კომპრომისზე რადიკალიზმთან,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.