ასობით ათასი დემონსტრანტი გამოვიდა ისრაელის ქალაქებში მთავრობის მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ დემონსტრაციები ქვეყანაში უკვე 10 კვირაა, მიმდინარეობს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შაბათს აქციაში ჯამში ნახევარ მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა. რეკორდული რაოდენობის დემონსტრანტი გამოვიდა ქალაქ ჰაიფას ქუჩებში. სხვადასხვა შეფასებით, 200 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში თელ-ავივში.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მოსამართლეების შერჩევის პროცესში ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილების შემცირებას, გააუქმოს მთავრობისა და ქნესეთის გადაწყვეტილებები. ცვლილებების მოწინააღმდეგეების მტკიცებით, რეფორმა ისრაელის დემოკრატიას ძირს უთხრის. კანონპროექტი ქნესეთს პირველი მოსმენით აქვს დამტკიცებული.