logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ვამაყობდი თანამედროვე საზრიანი ახალგაზრდებით, მეგონა, რომ კრიტიკული აზროვნებით ჩვენზე მეტად დაჯილდოებული არიან - გადამოწმება უყვართ-მეთქი: ხომ არ გვაბოლებენ, ხომ არ გვიყენებენ... ვცდებოდი...
- +

12 მარტი. 2023. 11:00

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებას, რომელიც მან კანადაში უცხოური გავლენის აგენტის რეესტრის შექმნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა - „არ ვიცი, უნდა შევისწავლო და მერე გეტყვით“.

 

„ნუღარ შეისწავლი, ტაქტიკა შერჩეული გაქვთ უკვე - უსამშობლო ლაქიების შესაფერისი, მონური. ზოგმა დაწერა უკვე - სად კანადა და სად საქართველოო. ზოგმა რაღაც დემოკრატიის ინდექსები მოიშველია - კანადას ათი ქულა აქვსო, საქართველოს კიდევ ხუთიო რა ინდექსი, საიდან მოიტანეთ? ანუ დაბოლების მასტერ-კლასი in action.

 

ზოგმა საერთოდ სასწაული თქვა - კანადას ერთადერთი ვისი ეშინიაო, ჩინეთია. ამიტომ მხოლოდ ჩინეთის, და არა ზოგადად უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე განიხილავს კანონპროექტს, თორემ ზოგადი რომ ყოფილიყო - „იასნია“ რომ „რუსული“ იქნებოდა, ახლა კი, „დაჟე“ კანადურიც არაა, „ანტიჩინურია“.

 

რატომღაც ვამაყობდი თანამედროვე საზრიანი ახალგაზრდებით, მეგონა, რომ კრიტიკული აზროვნებით ჩვენზე მეტად დაჯილდოებული არიან - გადამოწმება უყვართ-მეთქი: ხომ არ გვაბოლებენ, ხომ არ გვიყენებენ, ხომ არ მანიპულირებენ ჩვენით. ვცდებოდი - გამაძღარმა უსამშობლო დამკვეთებმა გამოგიყენეს და უხერხულ მდგომარეობაში მიგატოვეს.

 

იმედია, კითხვა მაინც გიყვართ. რა თქმა უნდა, მხოლოდ ინგლისურად! მაშინ შემოგთავაზებთ ცნობილი ინგლისელი პუბლიცისტის, კონსერვატორის, დუგლას მიურეის 2019 წლის ბესტსელერს: „The Madness of Crowds: Gender, Race and Identity“ (ბრბოს სიგიჟე), ძალიან საინტერესოა. განსაკუთრებით ავტორის პიროვნების თვალსაზრისით: ანგლიკანური კოლეჯის კურსდამთავრებული ათეისტია და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის კონსერვატორი. ეს მაინც წაიკითხეთ, თორემ „სიბრძნე სიცრუისა“ ან „სახარება“ რომ შემოგთავაზოთ - ესენიც ხომ „იავნათ“ - „რუსული“ ნარრატივია“, - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner