კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა“, – ვანო მერაბიშვილი.
აბა! წაღმა-უკუღმა მედასავლეთეებო, მწყობრად! ორი გვამის მოსატანად! ბელადი გიწვევთ!“ - წერს გოგა ხაინდრავა.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა, რომ აპირებენ, დაიწყონ მასობრივი საპროტესტო აქციები.