logo_geo
eng_logo
ზვიად ჩიტიშვილი: 20 ივლისს ქალაქ ოდესიდან საქართველოში სააკაშვილის ექვსი ზონდერი შემოვიდა!
- +

31 აგვისტო. 2016. 12:18



პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლოს" თავმჯდომარე ზვიად ჩიტიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში იმ ზონდერების ვინაობას ასაჯაროებს, რომლებიც სააკაშვილმა ოდესიდან საქართველოში სიტუაციის ასარევად გამოუშვა. მისი თქმით, ეს ადამიანები ნაციონალების გასაიდუმლოებულ ბინებში ცხოვრობენ.

 

 

„საქართველოში 200 ათასზე მეტი ხელმოწერაა შეგროვებული მოთხოვნით, რომ აიკრძალოს „ნაცმოძრაობა", როგორც ფაშისტური პარტია! ჩვენი იურისტები ამის თაობაზე სარჩელს ამზადებენ და ვნახოთ, რას იტყვის საკონსტიტუციო სასამართლო!

 

მინდა, საგანგებო განცხადება გავაკეთო: 2016 წლის 20 ივლისს უკრაინიდან, კერძოდ, ქალაქ ოდესიდან საქართველოში შემოვიდა უკრაინის ექვსი მოქალაქე. ესენი არიან:

 

1. ბოიჩენკო იური ანატოლის ძე, დაბადებული 08.10.1962;

2. გორდი რომან რომანის ძე, დაბადებული 05.08.1984;

3. გრიგორენკო ანდრეი სერგეის ძე, დაბადებული 04.08.1994;

4. კრივოპიშა ალექსი ოლეგის ძე, დაბადებული 18.02.1995;

5. პავლიუკი იაროსლავ ანდრეის ძე, დაბადებული 08.01.1990;

6. კოლდი ბორის ბორისის ძე, დაბადებული 13.07.1987.

 

ესენი არიან სააკაშვილის ზონდერები, რომლებიც მან საქართველოში სიტუაციის ასარევად გადმოისროლა! ისინი მოძრაობენ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე და ღამეს ათევენ „ნაცმოძრაობის" შტაბებში ან იმ გასაიდუმლოებულ ბინებში, რომლებიც სააკაშვილის ხალხს ნაყიდი ან ნაქირავები აქვს!

 

სააკაშვილის მიერ გამოგზავნილი ეს უკრაინელი ზონდერები დადიან და ნაცების ზონდერჯგუფებს არეულობისთვის ამზადებენ! ყოველივე ამის გამო მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვითხოვთ „ნაცმოძრაობის" აკრძალვას!" - აცხადებს ზვიად ჩიტიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner