ქართული ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს:
„წარმოიდგინეთ, ნაცები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, რა მოხდებოდა? მოლოტოვის სროლას აპატიებდნენ? არა, მშვიდობიან აქციასაც დაარბევდნენ, როგორც ყოველთვის აკეთებდნენ! დახოცავდნენ არასრულწლოვნებს და მკვდარი ბავშვების მშობლებს დაიჭერდნენ, არასრულწლოვან შვილებს ვერ მოუარეთო! ვაშაძეს? პოლიციის შენობაში, ბილიარდის მაგიდაზე გააუპატიურებდნენ, გადაუღებდნენ და მის გარემოცვას აყურებინებდნენ! ლომჯარიას რუსეთის ჯაშუშად გამოიყვანდნენ, დაიჭერდნენ, შეკრებითობის პრინციპით 20 წელს მიუსჯიდნენ! ვეტერანებს ქვებს მიაბავდნენ, ცოცხლად ზღვაში ჩაყრიდნენ! პარლამენტარ ოპოდეპუტატებს გაიტაცებდნენ, ცემდნენ და გორის ჰოსპიტალში ჩაკეტავდნენ! გაგახსენეთ წარსული? და ეს ყველაფერი განაკეთები აქვთ.
P.S. გამოთინეიჯერებულ გირჩი ჯაფარას ისევ სრულწლოვანს გახდიდნენ.
არა რუსულ კანონს!“ - წერს დიტო სამხარაძე.