logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ტომას ჰენდრიკ ილვესი არის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული მათ შორის, ვინც პირდაპირ ამუშავებდა ომის პროპაგანდას საქართველოში
- +

13 მარტი. 2023. 12:54

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტს ტომას ჰენდრიკ ილვესს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს რომ ილვესი არის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული მათ შორის, ვინც პირდაპირ, ღიად და გაჭრილად ამუშავებდა ომის და მეორე ფრონტის პროპაგანდას საქართველოში. 

 

მისი თქმით, ილვესი ითხოვდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეჭრას და ომის გაჩაღებას.

 

„ილვესი არის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული მათ შორის, ვინც პირდაპირ, ღიად და გაჭრილად ამუშავებდა ომის და მეორე ფრონტის პროპაგანდას საქართველოში. ეს კაცი პირდაპირ ითხოვდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეჭრას და ომის გაჩაღებას! ამ ყველაფრის მერე, მისი სანდოობა და მიზნები ხომ ნათელია? ჯერ ერთი, ავრცელებს სიყალბეს და მეორე, ყველა ადამიანი, ილვესის ჩათვლით არის ჩვენი ქვეყნის განადგურების მოსურნე. მათ უნდათ მხოლოდ მეორე ფრონტი ჩვენ ქვეყანაში, ამას ღიად ამბობენ და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ“, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner