logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: ამისთვის ანგრევდით ქვეყანას?
- +

13 მარტი. 2023. 17:30

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეორგოლს, სადაც განმარტებულია, თუ რა ეწერა იმ კანონპროექტში, რომელიც საზოგადოების მღელვარების გამო, მმართველმა გუნდმა პარლამენტიდან გაიწვია.

 

მისი თქმით, პარლამენტის აღების და სამართალდამცველებზე მოლოტოვის კოქტეილებით ანგარიშსწორების მსურველებისთვის, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ რა ეწერა რეალურად წარმოდგენილ კანონპროექტში.

 

„ეს განსაკუთრებით იმათ ეხებათ, ვინც იძახოდით და ამტკიცებდით, გინდა თუ არა რუსული კანონია და წაკითხულიც არ ჰქონდათ! ეს იმათ ეხებათ, ვინც ამტკიცებდით, ამ კანონს თუ მივიღებთ დასრულდა ჩვენი ევროპელობა და ცხოვრებაო! ყველაზე უფრო კი იმათ ეხებათ, აი, ამ კანონის გამო, პარლამენტის აღება და „მოლოტოვის კოქტეილებით“ სამართალდამცველებზე ანგარიშსწორება რომ გადაწყვიტეს. 5 სხვადასხვა ნავში მსხდომებს, გემიდან გაქცევის მომლოდინეებს და მიზეზების მძებნელებისთვის, არავითარი მნიშვნელობა რომ არ ჰქონდა, რა კანონი იქნებოდა, ეს უკვე გასაგებზე გასაგებია! ამისთვის ანგრევდით ქვეყანას?“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

https://www.facebook.com/levan.nikoleishvili.14/posts/927981908336541

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner