ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია POSTV-ის მიერ მომზადებულ ვიდეომასალას აქვეყნებს „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“, რომელიც მათივე ცნობით, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოქმედებს.
როგორც ანალიტიკოსი წერს, კანონპროექტის ირგვლივ ვრცელდებოდა გარკვეული დეზინფორმაცია რუსულობის შესახებ.
„მოკლედ და კონკრეტულად. POSTV-ის მიერ მომზადებული ვიდეომასალა აქტუალურ კანონპროექტზე, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოქმედებს. უსინდისოდ მიკერებული ე.წ. რუსული იარლიყი და დეზინფორმაციის გაუგონარი ტალღები. ამ დიდი ტყუილის გამო უნდა დაელეწათ თბილისის ცენტრი და ქვეყანაში ვითარება აეყირავებინათ?!“ - წერს გია აბაშიძე.