logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: მათ, ვინც პოლიტიკანობენ და კანონპროექტს კი არა, ყრილობაზე სათქმელ სეფე სიტყვას ვერ იმახსოვრებენ - ამ ჩანაწერს, ცხადია არ მოისმენთ და რომც მოისმინოთ, აზრს ვერ გამოიტანთ
- +

13 მარტი. 2023. 18:10

 

 

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, თუ რა ეწერა კანონის პროექტში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის მიღებასაც პარლამენტი გეგმავდა.

 

„მივმართავ მათ, ვინც წერა-კითხვა არ იცის და კანონპროექტი კი არა, „კომბლე“ ბებიამ წაუკითხა. მათ, ვინც პოლიტიკანობენ და კანონპროექტს კი არა, ყრილობაზე სათქმელ სეფე სიტყვას ვერ იმახსოვრებენ. მათ, ვინც თავად არიან შპიონები, ჯაშუშები, მსტოვრები და ყველანაირად დედააფეთქებულები. მათ, ვისაც ღორული კუჭისგვრემა აქვს, ვინც უკრაინაში მიმდინარე ომით ფულს, დიდ ფულს შოულობს და ვერ გაძღა. ამ ჩანაწერს, ცხადია, არ მოისმენთ და რომც მოისმინოთ, აზრს ვერ გამოიტანთ. ვერ გამოიტანთ იმიტომ, რომ მდაბიო და პარანოიდული გონება გაქვთ და დროზე დაახვიეთ აქედან,“ - წერს გია გაბრიჭიძე ფეისბუქზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner