logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: მართალი ყოფილა ირაკლი ღარიბაშვილი!
- +

13 მარტი. 2023. 18:39

 

 

გამარჯობა.

 

მინდა დავიწყო ბოდიშით.

 

ბოდიში, რომ ეს კაცი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და მის მიერ ყველა გადადგმულ ნაბიჯს იმედით შევცქეროდით.

 

მათ შორის, იმ დარბევასაც, რომლითაც თავად პრემიერის სავარძელი მოირგო, გუნდის იმიჯი კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

 

ბოდიში, რომ ეს კაცი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო და ის უბრალო თავმოყვარეობაც არ აღმოაჩნდა, ახალაიების ხელისბიჭს მელიას ფიანდაზად არ დაგებოდა!

 

ბოდიში, რომ ხშირად უბრალო მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სჯეროდა მისი.

 

ბოდიში, რომ მის თვალის პაჭუნს შარმად იღებდნენ და მის გველაძუობას ბევრი ვერც ხვდებოდა...

 

არადა, მადლობაც გვაქვს მისთვის სათქმელი.

 

ვაგრძელებ მადლობით.

 

მადლობა, რომ დიდხანს ვერ შეინარჩუნა ის ფარისევლური იმიჯი და ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ, ნათლად დაანახა ქართველ საზოგადოებას თავისი ნამდვილი სახე.

 

მადლობა, რომ კოვიდის დროს, როდესაც დაზაფრულ ხალხს სახლში კეტავდა, საკუთარი ოჯახისთვის მხოლოდ პარიზში შეიძინა დიდებული სასახლე და მხოლოდ პარიზს დასჯერდა.

 

მადლობა, რომ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მხარდამჭერად დაგვიხატეს მისი სახე გარკვეულმა ფენებმა და სინამდვილეში, ზვიადის მომხრე ძველგვარდიელებს საერთოდ არ ახსოვთ მიტინგებზე.

 

მადლობა, რომ „ოცნების“ ვითომ მხარდამჭერთა ქალთა გილდიასაც ჩამოხსნა ნიღაბი.

 

მადლობა, რომ ინგა გრიგოლიასთან ეთერში ვეღარ დაიოკა ამბიციები და ბოღმით თქვა ბიძინა ივანიშვილზე ის, რაც თქვა.

 

მადლობა, რომ ნათლად დაგვანახა, როგორი არ უნდა იყოს კაცი!

 

მადლობა, რომ გასაგებ ენაზე აგვიხსნა, რას ნიშნავს უმადურობა.

 

ახლაც, „ტვიტერზე“ დაპოსტა რაღაც სისულელე და ამოხტა „ტუფლებიდან“...

 

„ღარიბაშვილი დემონსტრანტებს დასჯით დაემუქრაო“, - ამბობს და ავიწყდება ამ უმადურთა შორის უმადურს, რომ თავად კი არ დაემუქრა, თვალები დასთხარა მომიტინგეებს და ამიტომაც შეარქვეს თვალთხარია.

 

„ივანიშვილის ოცნება რუსეთის ინტერესებს წარმოადგენსო“, - წერს და თავად მოსკოვებიდან ჩამოსულს ავიწყდება საკუთარი რუსული კავშირები და წარსული...

 

„პარტნიორებს თავს დაესხაო“, - ირაკლი ღარიბაშვილზე თქვა და ავიწყდება, რომ მისგან განსხვავებით, ღარიბაშვილი აღმოჩნდა ის ერთადერთი ლიდერი, რომელმაც ყველა პარტნიორს გასაგებ ენაზე და პირდაპირ უთხრა სათქმელი... რომ საქართველოს ინტერესებია უპირველესი!

 

თავად კი, ერთ მონისმონა მელიასთან ვერ შეძლო ქართველი ერის პოზიციის დაფიქსირება და ლაჩრულად გაიქცა ბრძოლის ველიდან.

 

მართალი ყოფილა ირაკლი ღარიბაშვილი - თვალთხარია მაზაკვალი ყოფილა გახარია!

 

არადა, ვიდრე ივანიშვილისა და ღარიბაშვილის გუნდში ისროდეს კენჭებს, საკუთარ ბოსტანს მიხედოს, ჯობს...

 

წერტილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner