logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნისთვის გაცილებით დიდი კატასტროფაა ის მართული, შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდები, რომლებიც ფარად გამოიყენეს რადიკალებმა და მათი სახელით აპირებდნენ უბედურების დატრიალებას
- +

13 მარტი. 2023. 19:02

 

 

„კანონპროექტის უკან გამოწვევა, სულაც არ არის პრობლემა... ტრაგედია იმაში მდგომარეობს, ცრუ და არასწორი ინფორმაციის საფუძველზე, საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან დაანგრიონ ქვეყანა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევას ეხმიანება. 

 

„მოკლედ, მარტივად და თვალნათლივ... რა კანონპროექტთან გვქონდა რეალურად საქმე და როგორი მოგონილი „ნარატივით“ აშავებდნენ კლიშეებით, თითქოს რუსულთან ჰქონდა რაიმე კავშირი... აი, მეგობრებო, რისი გულისთვის უკიდებდნენ ცეცხლს სამართალდამცველებს, ლეწავდნენ ავტომობილებს, ვანდალურად აზიანებდნენ ეკლესიებს და ფიზიკურად ძალადობდნენ ყველაზე, ვინც რაციონალურ აზრს აჟღერებდა... ამ კანონპროექტის უკან გამოწვევა სულაც არ არის პრობლემა... ტრაგედია იმაში მდგომარეობს, ცრუ და არასწორი ინფორმაციის საფუძველზე, საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, დაანგრიონ ქვეყანა... ხოლო ქვეყნისათვის გაცილებით დიდი კატასტროფაა ის მართული, შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდები, რომლებიც ფარად გამოიყენეს რადიკალებმა და მათი სახელით აპირებდნენ უბედურების დატრიალებას...

 

P.S. იმედია, ეს ფაქტი სწორად იქნება გაანალიზებული ჯანსაღი საზოგადოების მხრიდან!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=164719933082243&id=100086327117582

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner