ანალიტიკოსი გია აბაშიძე ექს-პრემიერ გიორგი გახარიას Twitter-ზე დაწერილ პოსტს ეხმიანება.
როგორც ანალიტიკოსი წერს, გიორგი გახარიაც რადიკალების ფლანგზე გამოჩნდა და მისი ტექსტი არის სტანდარტული ნაცპროპაგანდის სტილში.
„ღალატის ეტალონი გიორგი გახარიაც გამოჩნდა რადიკალების ფლანგზე. ოდნავ დააგვიანდა პარაზიტობა. Twitter-ში ინგლისურად წერს უცხოელთა საყურადღებოდ. ტექსტი არის სტანდარტული ნაცპროპაგანდის სტილში. სად იყო, რა პატივში და ახლა სად არის საკუთარი გადაწყვეტილებით“, - წერს გია აბაშიძე ფეისბუქზე.