logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ამას, როგორც ჩანს, თავი მაღალი ჰგონია... ამ დროს უბრალოდ გრძელია...
- +

13 მარტი. 2023. 19:09

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ექს-პრემიერ გიორგი გახარიას შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„აჰა, ხო იყურება ზემოდან მამალი ინდაურივით?!

 

აქციაზე გოგო-ბიჭებმა აგინეს, აფურთხეს, რაღა არ ეძახეს, მაგრამ „სიამაყე“ და ელასტიურობა არ დაუკარგავს.

 

ახლაც არ უშვებს მომენტს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს არ წაჰკბინოს. რუსეთიო, რუსული ოცნებაო, რუსეთუმეებიო, რუსული კანონიო, მაგას არ დავუშვებთო, ესაო, ისაო... მერე ამას, ამ რუსეთში რუსულ შვრიაზე გაზრდილს, როგორც ჩანს, რაღაცების დაბრალებაც კარგად ეხერხება, ხუხაშვილის მიხედულობით დღესაც დაუჯღაბნია „ტვიტერში“ რაღაცები. აზროვნებაში აშკარად ჭედავს, თემებს ვერ არჩევს, მუდამ ერთსა და იმავეს ერთსა და იმავე სტილში ბაზრობს. უშინაარსო და მოსაწყენი პერსონაჟია.

 

მე მიკვირს, სანამ ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს დაეტოლებიან, სარკეში რატომ არ იყურებიან?

 

არა, იმათზე ცოტაოდენ გრძელი კი არის, მაგრამ მაღალი ვერა!

 

ალბათ თქვენც გაგიგონიათ... დგას ნაპოლეონი თავის გენერლებთან ერთად, გაჰყურებს ჭოგრიტით ფრონტის ხაზს. მივიდა ამ დროს ერთი გენერალი და ეუბნება: გთხოვთ, მათხოვოთ ჭოგრიტი, სერ, მე უფრო მაღალი ვარ, უკეთესად დავინახავო.

 

ნაპოლეონმა მიუგო - შენ მაღალი კი არა, უბრალოდ გრძელი ხარო.

 

ჰოდა, ამას, როგორც ჩანს, თავი მაღალი ჰგონია... ამ დროს უბრალოდ გრძელია... თანაც ისეთი გრძელი, თავმოყვარეობაც რომ არ გააჩნია!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner