logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: აშშ-მა არაერთგზის გააფრთხილა მოლდოვა, რომ არეულობა მოსალოდნელია რუსეთიდან მართვადი აგენტების მიერ, მაგრამ, როგორ გინდა საკანონმდებლო დონეზე დაარეგულირო ეს საკითხი, თუ კი ამასაც „რუსების“ შემოგდებული ხრიკად მონათლავენ?
- +

13 მარტი. 2023. 20:33

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მოლდოვაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და პარალელს ავლებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან.

დღეს საინფორმაციო ველის ერთ-ერთი „ცხელი ამბავი“ - რუსეთის მიერ დსთ-ის (СНГ) წევრის, EU-ის წევრობის კანდიდატობის სტატუსმინიჭებული პატარა მოლდოვისთვის - გამოუცხადებელი პოლიტიკური ომია. ქვეყანაში მიმდინარეობს მრავალათასიანი ანტისამთავრობო მიტინგები. ევროპულმა გამოცემამ (politico.eu) უკვე მისცა ამას თავისი კვალიფიკაცია: „რუმინეთსა და უკრაინას შორის განლაგებული პატარა ქვეყანა, სწრაფად ხდება EU-ის გარე საზღვრებთან ყველაზე ცხელ პრობლემად".

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა არაერთგზის გააფრთხილეს მოლდოვას ხელისუფლება, რომ არეულობა მოსალოდნელია რუსეთიდან მართვადი აგენტების მიერ, რომლებიც მოქმედებენ ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ როგორ გინდა, გაუმკლავდე აღნიშნულ პრობლემას, როდესაც მსოფლიოს მოედო „რუსული კანონის“ ეპიდემია?.. როგორ გინდა, საკანონმდებლო დონეზე დაარეგულირო ეს საკითხი, თუკი ამასაც „რუსების“ შემოგდებული ხრიკად მონათლავენ?

ამიტომაც უწევს მოლდოვას შინაგან საქმეთა მინისტრს, ანა რევენკოს, მიმართოს ნაკლებად დემოკრატიულ, თუმცა „დასავლურ“ რიტორიკას: „მე მინდა, გავაფრთხილო ქვეყნის მოღალატეები, რომ მიუხედავად იმისა, რა ოდენობის ფულს თუ დახმარებას იღებენ ისინი ჩვენი ქვეყნის განადგურებისათვის - აუცილებლად წარდგებიან სასამართლოს წინაშე!“.
მე მოვიყვანე მოლდოვას შს მინისტრის სრული ციტატა, რომელიც ერთი ერთში უნდა ჯდებოდეს საქართველოს სამთავრობო რიტორიკაშიც, მაგრამ სამი მცდელობიდან ერთხელ მაინც გამოიცანით, თუ რატომ არის იგივე ციტატა მოლდოვას შემთხვევაში „ლეგიტიმური“, ხოლო საქართველოს შემთხვევაში - „რუსული ნარრატივი“.

საინტერესოა ევროპის დამოკიდებულება და ბრიუსელის მიერ წამოჭრილი საკითხები - რამდენად მზადაა EU მხარი დაუჭიროს საკუთარ სტატუსმინიჭებულ ქვეყანას მოსკოვთან ესკალაციის შემთხვევაში. EU-მ უკვე გადაურიცხა ომით დაზარალებული სამოქალაქო მოსახლეობისთვის მხარდასაჭერად 13 მილიონი ევრო და სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად 150-მილიონიან საკრედიტო ხაზსაც უხსნის.

EU მოლდოვას მიგრაციული ნაკადების მართვაში თავის საკვანძო პარტნიორად განიხილავს. ახლა კი, მოსკოვის მხრიდან მაია სანდუს მთავრობისადმი საფრთხის გამწვავების შემთხვევაში, EU-ს მოუწევს კიშინიოვისადმი თავისი მხარდაჭერის პოზიციის განმარტება. მოსკოვმა უკვე გააძლიერა თავისი სამხედრო კომპონენტი დნეპრისპირეთში. თუ დნეპრისპირეთის მსგავსად, მოსკოვმა მოლდოვაზეც მიაღწია თავის პოლიტიკურ კონტროლს - რას მოიმოქმედებს EU, თუკი რუსეთმა კიდევ უფრო გაზარდა თავისი ზეგავლენა რეგიონში. ამას მე კი არ ვკითხულობ - არამედ politico.eu თუმცა, სტატიის ბოლოს ისმის თვითდამშვიდების ნოტებიც: რუსეთის მოლდოვაში შემოჭრის შესაძლებლობა ნაკლებად სავარაუდოა, ხოლო მის მიერ მოლდოვაში ინსპირირებული არეულობა სხვა არაფერია, თუ არა უკრაინისგან მსოფლიოს ყურადღების გადატანის მცდელობა. მიუხედავად ამისა, მოლდოვა რჩება დასავლეთის ყურადღების ცენტრში“, - წერს დავით ქართველიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner