ბაკურ სვანიძე: მადლობა შალვა რამიშვილს და პოსტ-ტვს გამძლეობისთვის და ერთგულებისთვის!
-
+
13 მარტი. 2023. 21:39
ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ვინაიდან არ ვარ ჩვეული, მხოლოდ ც უ დ ი ვილაპარაკო ვინმეზე ან რამეზე და როცა კ ა რ გ ი ა სათქმელი მაშინ გავჩუმდე, ვინაიდან ჩემი პრიორიტეტი მუდამ არის ს ი მ ა რ თ ლ ე, მინდა მადლობა ვუთხრა "პ ო ს ტ ი ვ ი ს"! მიუხედავად იმისა, რომ უამრავჯერ, ჩემი აზრით არგუმენტირებულად და სამართლიანად გამომითქვამს უარყოფითი აზრი ამ ტელევიზიის მიმართ, ამჯერად მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ე რ თ ა დ ე რ თ ი მედია, რომელმაც გაუძლო არაადამიანურ ბ უ ლ ი ნ გ ს და წნეხს და მის არც ერთ თანამშრომელს არ ეტყობოდა არანაირი მ ე რ ყ ე ო ბ ა! ყველანი იდგნენ მტკიცედ და ბოლომდე იცავდნენ პოზიციას, რომ ეს კანონი, რომლის მიღებასაც აპირებდა ეს , შეიძლება იყო ც უ დ ი, მაგრამ არანაირად არ იყო "რ უ ს უ ლ ი"! შევაქებ პირადად შალვა რ ა მ ი შ ვ ი ლ ს ა ც, რომელსაც, არ ვიცი რატომ, არ აქვს ჩემს მიმართ დ ა დ ე ბ ი თ ი განწყობები, მიუხედავად იმისა, რომ როდესაც ის ც ი ხ ე შ ი იჯდა, "იმ სასტავიდან" ერთადერთი ვიყავი ვინც მუდამ ურეკავდა მისი ოჯახის წევრებს და მის ამბებს კითხულობდა... ნუ, ეგ მისი საქმეა, როგორც უნდა... უბრალოდ ამ შემთხვევაში, მისი საქციელი იყო კ ა ც უ რ ი და სწორი! მიუხედავად იმისა, რომ შალვას გარკვეული ფრაზები და საქციელები არაერთხელ გამიკრიტიკებია, ისიც მუდამ მითქვამს, რომ ის არის კაცი, ვინც უ ა რ ი თქვა ს ა ა კ ა შ ვ ი ლ ი ს შეთავაზებულ შ ე წ ყ ა ლ ე ბ ა ზ ე და ბოლომდე იჯდა! ანუ, მე არ ვუკარგავ არავის კარგს! მაგრამ ყოველთვის ვამბობ უარყოფითსაც - ეტყობა ჩემს ამ თვისებას ვერ ეგუება შალვა... მაგრამ მიუხედავად ამისა, მადლობა სწორი და ურყევი პოზიციისთვის "პოსტივის" ყველა, თითოეულ თანამშრომელს და პირადად შალვას! განსხვავებით "ი მ ე დ ი ს გ ა ნ" სადაც ვ ი რ თ ხ ე ბ ი ს დოღია! მით უფრო უარესი, რომ ეს ვირთხები უკან დაიბრუნა "იმედმა"... ესე იგი ხელმძღვანელობაშიც ვერ არის საქმე მთლად კარგად... კიდევ ვიმეორებ, არა იმიტომ, რომ მათ კანონს მხარი არ დაუჭირეს, არამედ იმიტომ, რომ სიტყვა არ დაუსველებიათ, რომ ეს კანონი არ არის "რუსული"! მათ შეეძლოთ ეთქვათ, ჩვენ არ მხარს ვუჭერთ ამ კანონს, რადგან ის არის მ ი უ ღ ე ბ ე ლ ი ჩვენთვის და არ მოგვწონს, მაგრამ არ არის "რუსული"! აქ სწორედ ეს იყო მთავარი. მაგრამ ამ ვირთხებმა ფაქტობრივად "რუსობაში" დაადანაშაულეს მთავრობა... მოკლედ, კიდევ ერთხელ - მადლობა "პოსტივი", გაძლებისთვის, ურყევობისთვის, ერთგულებისთვის!
მადლო ბა... მიყვარხარ თ..."- წერს ბაკურ სვანიძე.