logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: რცხვენოდეთ დღევანდელი დღის "გმირებს", ანუ საქართველოში ნეობოლეშევიკური მოძრაობის ახალგაზრდულ ფრთას
- +

13 მარტი. 2023. 21:44
ჟურნალისტი თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
 
"ძვირფასო სტუდენტებო და ახალგაზრდებო, ჩემო შვილებო და შვილიშვილებო!
ის, რაც დღეს სტუდენტების (საბედნიეროდ) მცირე ნაწილმა ჩაიდინა უნივერსიტეტის კედლებში, როდესაც ერთ-ერთ ლექტორს თავს დაესხა და მის მიმართ ყველა ბრუნვაში ატრიალა სიტყვა "რუსი", სწორედ ეგ საქციელი არის წმინდა რუსული და ბოლშევიკური ქმედება, რამაც ის დოკუმენტური მასალები გამახსენა, რომლებიც არქივებში იყო დაცული, დღეს კი ყველასთვისაა ხელმისაწვდომი.
დღევანდელი დღის "გმირ", ნეობოლშევიკური მიდრეკილებების მქონე, სტუდენტებს წარმოდგენა რომ ჰქონოდათ კარგად დავიწყებულ ბოლშევიკურ სენზე, ეცოდინებოდათ, რომ სწორედ სტუდენტების, მუშების, ხელოვანების და სხვადასხვა დარგში მოღვაწე კოლექტიური წერილების საფუძცელზე ხდებოდა ერის დამსახურებული მოღვაწეების გაკიცხვა "ამხანაგურ სასამართლოებზე", მათი დევნა, შევიწროვება, დასმენა და დახვრეტა.
რცხვენოდეთ დღევანდელი დღის "გმირებს", ანუ საქართველოში ნეობოლეშევიკური მოძრაობის ახალგაზრდულ ფრთას, რომელიც ცდილობს, გააცოცხლოს კარგად დავიწყებული ბოლშევიკური სენი და იგი სრულიად საქართველოს სტუდენტების ჯანსაღ ნაწილში გაავრცელოს, რაც ნებისმიერ ეპიდემიაზე მომაკვდინებელი იქნება საქართველოს მომავლისთვის!!!
დღეს მე სწორედ ეს "ნეობოლშევიკური" სულისკვეთება დავინახე იმ ახალგარდების საქციელში!!!
იცოდეთ, თანამედროვე ნეობოლშევიკები და ნინო ლომჯარიას და ლაშა ბუღაძის ლოზუნგებზე გამოზრდილი ახალგაზრდები ვერასოდეს დაიმსახურებენ ვინმეს ნდობას და მოწონებას. თავს ნუ მოიტყუებთ, თორემ იმ მცირე ნდობასაც დაკარგავთ, რომელიც ჯერ კიდევ გაქვთ სტუდენტობაში.
მიყვარხართ"- წერს თეა ფირცხალავა. 
right_banner right_banner
არქივი
right_banner