გელა ზედელაშვილი: ,,ვინებიც'' ამ დღეებში მკვლელების მხარეს დადგნენ, ვნახეთ, მათი ხვაშიადი გავიგეთ, ევროპიულობას მიაწვნენ
-
+
13 მარტი. 2023. 21:49
ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"ვუყურებ ,,იმედს'' და... აშკარად ვხედავ, ზოგიერთი გადაცემის ზოგიერთი წამყვანი ძალიან იტანჯება, დაბღვერილობასა და უხასიათობას ვერ მალავს!
,,ვინებიც'' ამ დღეებში მკვლელების მხარეს დადგნენ, ვნახეთ, მათი ხვაშიადი გავიგეთ, ევროპიულობას მიაწვნენ, მაგრამ მიწოლისას ფეხები ნეხვში აუსრიალდათ და ტლაპოში აღმოჩნდნენ!
ჰოდა, მაინტერესებს, ზოგიერთი გადაცემის ზოგიერთი წამყვანი რათ იტანჯება, იმათნაირად ღიად რატომ არ იქცევა, კაი ხელფასი ,,უნდებლარიენ'', თან გული ევროპიულად უთუხთუხებს, თან კიდე ვერც შამფურსა სწვამს, ვერც მწვადსა? ჰოოო... ეს ნაცნობი სურათია, ეგეთების მეტი რა გვინახავს?
ნუ იტანჯებით, შვილებო, დებო, ძმებო, დეიდებო, ბიძიებო, მოეშვით, მოდუნდით და იმ ადგილს გაეცალეთ, სადაც ასერიგად გადარდიანებენ. თან პატიოსნურს თამაშობდეთ და თან თვალი ვანო მერაბიშვილისკენ გეჭიროთ, ეგრე არ გამოდის?
რასაკვირველია, ჩემი ,,აღმოჩენა'' ყველას არ ეხება, მით უფრო მაგდა ანიკაშვილსა და იმ ბიჭს, მასთან ერთად რომ მიჰყავს გადაცემა. მადლობა მათ.
რაც შეეხება ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს'' და ,,რუსთავი 2''-ს, ეგენი კიდე ცალკე თემებია... პრინციპში, ცალკე თემები კი არა, კრაზნების ცალკე ბუდეებია"- წერს გელა ზედელაშვილი.