logo_geo
eng_logo
თეიმურაზ შარაშენიძე: ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა, სტრატეგიულ მოკავშირეობაში გადაიზარდა
- +

31 აგვისტო. 2016. 12:50



საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თეიმურაზ შარაშენიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კირიკაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტს ეხმაურება.  მისი თქმით, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობამ საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია და პრემიერის შეხვედრები აზერბაიჯანში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას დიდ იმპულსს მისცემს.

 

„პოზიტიური დინამიკით ხასიათდება თანამშრომლობა ყველა მიმართულებით - პოლიტიკა, ეკონომიკა, ჰუმანიტარული სფერო. შესაძლებელია ვთქვათ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, სტრატეგიულ მოკავშირეობაში გადაიზარდა. პრემიერს შეხვედრები ექნება აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, თავის კოლეგა პრემიერ-მინისტრთან. ხანმოკლე, მაგრამ საკმაოდ დატვირთული ვიზიტი იქნება. ვფიქრობ, ეს შეხვედრები კიდევ ერთ დიდ იმპულსს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას", - განაცხადა თეიმურაზ შარაშენიძემ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner