აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
აშოტ სმბატიანი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის თანამდებობას 2022 წლის აგვისტოდან იკავებს.