logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: დესტრუქციულმა ოპოზიციამ ანუ ფსევდოლიბერალმა ფაშისტებმა საზოგადოების შეცდომაში შეყვანით კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ სამოქალაქო დაპირისპირება მათი უმთავრესი პრიორიტეტია
- +

14 მარტი. 2023. 13:04

 

 

„დღევანდელ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მართებულად აღნიშნა, რომ კანონპროექტმა ამოქმედების გარეშეც გამოაშკარავა რეალური აგენტები, რომლებიც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს,“ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, უამრავი მანიპულაციის მიუხედავად, რადიკალური ოპოზიციის სურვილი, სამოქალაქო დაპირისპირება გამოეწვიათ, არ შესრულდა, ვინაიდან, ხელისუფლება მორალური და ძალისმიერი უპირატესობის მიუხედავად, ჰუმანურად მოიქცა.

 

„დღევანდელ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მართებულად აღნიშნა, რომ კანონპროექტმა ამოქმედების გარეშეც გამოაშკარავა რეალური აგენტები, რომლებიც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს. მანიპულაციების ნიაღვრის მიუხედავად, ნაცსექტის მზაკვრულ გეგმებს ასრულება არ უწერიათ. ილუზიაა იმის ტირაჟირება, რომ საზოგადოება და ხელისუფლება დაშორდნენ ერთმანეთს. მმართველი გუნდი მოიქცა ჰუმანურად და გაიწვია შფოთის შემომტანი კანონპროექტი იმ დროს, როდესაც სამართალდამცაველებს მოძალადე რადიკალების დაჯგუფებებზე სრული ძალისმიერი და მორალური უპირატესობა ჰქონდათ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსულ კანონთან. მისი ანალოგები მრავალ ქვეყანაშია. თვით აშშ-ში უფრო მკაცრია FARA, ვიდრე ქართული ვარიანტი. დესტრუქციულმა ოპოზიციამ ანუ ფსევდოლიბერალმა ფაშისტებმა საზოგადოების შეცდომაში შეყვანით კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ სამოქალაქო დაპირისპირება მათი უმთავრესი პრიორიტეტია, თუმცა ყოველ ჯერზე ისინი მწარე წაგებას იწვნევენ,“ - წერს გია აბაშიძე ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner