„ეს არის რადიკალიზმის კიდევ ერთი ბინძური და მახინჯი გამოვლინება, ასეთი ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას,“ - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პარლამენტთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვას. მისი თქმით, ასეთი ქმედება ყოვლად დაუშვებელი და დასაგმობია.
„ეს არის რადიკალიზმის კიდევ ერთი ბინძური და მახინჯი გამოვლინება, რომელიც საზოგადოებამ იხილა, რაც ყოვლად დასაგმობია. ასეთი ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას. ყველა რადიკალის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ასეთი ქმედება დაუშვებელია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხვდება ევროკავშირის საკმაოდ მაღალი დონის დელეგაციას, ეს არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.