logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: რადიკალიზაციის მომხრე პოლიტიკური ძალები ახალისებენ საზოგადოებისა და ახალგაზრდების ერთ ჯგუფს
- +

14 მარტი. 2023. 18:19

 

 

“პატივისცემა იმ ხალხს, ვინც გულწრფელი პროტესტის გამოსახატად იყო მისული აქციაზე, მაგრამ ფაქტია, რომ მათაც აქვთ განცდა შეურაცხყოფისა”,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ და დავეთანხმები შეხედულებას, როდესაც ცილობენ წაგვართვან უფლება, რომ ვიმსჯელოთ გარკვეული ჯგუფების გამოხატვის ფორმებზე. თუკი ერთი ფრთა ადამიანებისა, რომელიც პროტესტის გამოსახატად იყო, რადიკალურ ფორმებს სთავაზობდა საზოგადოებას, სახელმწიფოს, გამომწვევად ახორციელებდა ამას, ბუნებრივია, რომ თვისობრივად განსხვავდება იმისგან, ვინც ალალად და კეთილსინდისიერად გამოხატავდა საკუთარ პოზიციას. განსხვავებას ვერ ვგრძნობთ მათ შორის, ვინც მოლოტოვის კოქტეილს ისროდა და ადამიანებს შორის, რომლებიც ემიჯნებიან ამას, იყვნენ იქ პროტესტის გამოსახატად მისულები და თქვეს, რომ მათთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია?! ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ადამიანი, რომელიც კეთილშობილური მოტივებით იყო მისული აქციაზე და აპროტესტებს რაღაცას, ეს ბუნებრივია, რომ აბსოლუტურად დასაშვები და მისაღებია. არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ კრიტიკული აზრის გამო დავყოთ ადამიანები, მაგრამ გამოხატვის ფორმა მოითხოვს კონტროლს და ყველა თავშეკავებული უნდა იყოს, როდესაც ასეთ რადიკალიზაციაზე მიდის. რადიკალიზაციის მომხრე პოლიტიკური ძალები ახალისებენ საზოგადოებისა და ახალგაზრდების ერთ ჯგუფს, რომ წავიდნენ და ასეთ ქმედებებს ჰქონდეს ადგილი. გამოდიხარ, ამბობ ამის საპასუხოდ, რომ ეს არ არის მისაღები და ახლა აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვართ ამაში დამნაშავე! წარმოუდგენელია, ეს უბრალოდ აბსურდია!

 

პატივისცემა იმ ხალხს, ვინც გულწრფელი პროტესტის გამოსახატად იყო მისული აქციაზე, მაგრამ ფაქტია, რომ მათაც აქვთ განცდა შეურაცხყოფისა. როდესაც ოპოზიციონერმა ლიდერებმა, ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თავის თავზე აიღო უზარმაზარი ცოდვა და თქვა, რომ დისკუსიაში არ შეხვიდეთ, არავის მისცეთ შესაძლებლობა სიმართლე გითხრანო, როგორ შეიძლება ამ ხალხისგან არ იყო ნაწყენი მათ შორის, კეთილსინდისიერი პროტესტით მისული ადამიანი მიტინგზე. იდეა უკუაგდეს, თქვეს, რომ ეს არის რუსული იდეა, მითი შეთხზეს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამ დროს გაიყვანეს ხალხი ქუჩაში, დააჯერეს, რომ არის რუსული კანონი და აღმოჩნდა, რომ ამაზე ახლა საუბრობს ევროკავშირი“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner