logo_geo
eng_logo
ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობასთან ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის საკითხი განიხილა
- +

14 მარტი. 2023. 19:51

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის მორიგი შეხვედრა გამართა, რომელზეც ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის საკითხი განიხილებოდა.

„ბახმუტის მიმართულებით თავდაცვითი ოპერაციის მიმდინარეობის განხილვის შემდეგ, შტაბის ყველა წევრმა გამოთქვა ერთიანი პოზიცია ქალაქ ბახმუტის შემდგომ შენარჩუნებასა და დაცვასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

13 მარტს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ახლა ძალიან მძიმე და მტკივნეული ვითარებაა, თუმცა იქ ქვეყნის მომავალი წყდება.

როგორც ყოველთვის, დღესაც ვესაუბრე ჩვენს მეთაურებს, დაზვერვას. აღმოსავლეთში [ვითარება] ძალიან მძიმეა, ძალიან მტკივნეულია. აუცილებელია მტრის სამხედრო ძალის განადგურება და ჩვენ მას გავანადგურებთ.

ბელოგოროვკა და მარიინკა, ავდეევკა და ბახმუტი, უგლედარი და კამენკა და ყველა სხვა ადგილი, სადაც ახლა წყდება ჩვენი მომავალი, სადაც ჩვენი მომავალი იბრძვის - ყველა უკრაინელის მომავალი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner