გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის აეროპორტიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.
გავრცელებული ცნობით, ბომბის არსებობის საფრთხის გამო ევაკუირებულია პირველი ტერმინალი.
წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც უსაფრთხოების შემოწმებას გადიოდა, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩნდა.
ევაკუაციის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად მგზავრებიც ავრცელებენ.
დეტალები ჯერჯერობით უცნობია.