პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლია მომდევნო კვირებში უკრაინას MIG 29-ის ტიპის გამანადგურებლები გადასცეს.
დასავლეთის ქვეყნები, რომლებმაც უკრაინას იარაღი მიაწოდეს, ჯერჯერობით უარს აცხადებენ საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნაზე. პოლონეთმა განაცხადა, რომ მზად იქნება ქვეყნების კოალიციის ფარგლებში სამხედრო თვითმფრინავები გააგზავნოს უკრაინაში.
პოლონეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მნიშვნელოვანი იყო ევროპელი მოკავშირეების დარწმუნებაში, რომ უკრაინისათვის მძიმე შეიარაღება, მათ შორის ტანკების გადაეცათ.