logo_geo
eng_logo
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: ბახმუტის დაცვას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს
- +

15 მარტი. 2023. 00:41

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ბახმუტის დაცვას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

პატივს ვცემ ბახმუტში ჩვენი ჯარისკაცების გამძლეობას, სიმამაცესა და უძლეველობას.

ამ მიმართულებით თავდაცვით ოპერაციას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მტრის შეკავებისთვის. ეს არის მთელი ფრონტის თავდაცვის სტაბილურობის გასაღები“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის მორიგი შეხვედრა გამართა, რომელზეც ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის საკითხი განიხილებოდა.

ბახმუტის მიმართულებით თავდაცვითი ოპერაციის მიმდინარეობის განხილვის შემდეგ, შტაბის ყველა წევრმა გამოთქვა ერთიანი პოზიცია ქალაქ ბახმუტის შემდგომ შენარჩუნებასა და დაცვასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner