შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებელი სუ-27 ამერიკულ სამხედრო დრონს შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
ამერიკული მხარის განცხადებით, დრონი რუტინულ მისიას ასრულებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, როდესაც ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი მის ჩაჭრას შეეცადა.
„რუსების სახიფათო და არაპროფესიონალურ ქმედებას“ თითქმის მოჰყვა ერთ-ერთი გამანადგურებელი თვითმფრინავისა და უპილოტო თვითმფრინავის ჩამოვარდნა, - განაცხადა აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ.
„აშშ-ისა და მოკავშირეთა თვითმფრინავები გააგრძელებენ ოპერირებას საერთაშორისო საჰაერო სივრცეში და მოვუწოდებთ რუსებს, მოიქცნენ პროფესიონალურად და უსაფრთხოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.