„მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის გაკოტრების პროცედურის შეჩერებას გეგმავს. ამის შესახებ გაჩეჩილაძე ჟურნალისტებს ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე გაკოტრებასთან დაკავშირებული სარჩელის სასამართლოდან გამოტანასთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს.
ამასთან, გაჩეჩილაძის თქმით, დღეიდან მისი ფინანსური თანაშემწე დოკუმენტაციის გადაბარებას დაიწყებს.
"დღეს მინდა თემურ გაჩეჩილაძეს გავაცნო ჩემი ფინანსური თანაშემწე, რომელიც დაიწყებს საბუთების გადაბარებას", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროს" განთავსების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ "იხილება ყველა შენობა გამომდინარე იმისა, რა ზომის არის და როგორ არის".
"ძალიან ბევრი დეტალი აქვს განთავსებას. ვინ სად დაჯდება, როგორ დაჯდება, მუშაობის პროცესი როგორ იქნება, ტექნოლოგიური აღჭურვა როგორ იქნება და ყველა შენობა იხილება, მათ შორის მეცხრე არხის", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.