უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს კავშირი აქვს საეჭვო პირებთან, მათ შორის ტერორისტულ დაჯგუფებებთან. ამ განცხადებას გაზეთი „ასავალ-დასავალი" რუბრიკაში „კვირგვინოსნები" აქვეყნებს.
„მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სააკაშვილს საეჭვო პირებთან აქვს კავშირი. ის დაკავშირებულია გარკვეულ ტერორისტულ ჯგუფებთან, მათ შორის ისლამურ ტერორისტულ ჯგუფებთან. ეს დადგენილია, ეს არის ზუსტი ინფორმაცია! ამის აუდიო-ვიდეომასალაც არსებობს. ცნობილია მისი კავშირების შესახებ ისეთ მებრძოლებთან, რომლებიც გაერთიანებულები არიან ისეთ დაჯგუფებაში, როგორიცაა „ჯაბხატა ნუსრა". ეს არის ფაქტი", - აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი.