16-19 მარტს სვანეთი უკვე მეორედ Freeride World Tour-ის საერთაშორისო დონის ორ საკვალიფიკაციო შეჯიბრს უმასპინძლებს. ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ, მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს, როგორც თხილამურებით ასევე სნოუბორდით.
Freeride-ის კვირეულის ფარგლებში გაიმართება შეჯიბრებები თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სადაც ორმოცდაათამდე ქართველი და უცხოელი ათლეტი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრის პარალელურად დაგეგმილია სხავდასხვა კულტურული, გასტორნომიული და გასართობი პროგრამაც. Freeride-ის კვირეული წარმატებით ჩატარდა გასულ წელსაც, სადაც სპორტსმენები მსოფლიოს 16 სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.
ფრირაიდის მე-2 საკვალიფიკაციო შეჯიბრის დაჯილდოებას (18 – 19 მარტს) დაესწრებიან მხარდამჭერი სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ადგილობრივი მერიისა და სვანეთი DMO-ს წარმომადგენლები.
შეჯიბრის მხარდამჭერები არიან: USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, მთის ტრასების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტი,სვანეთის DMO, ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრია პროექტ GRETA-ს ფარგლებში, და საქართველოს სათხილამურო ფედერაცია. შეჯიბრის ტექნიკური ორგანიზატორია ქართული კომპანია white rabbit, რომელსაც მიღებული აქვს Freeride World Tour-ის აკრედიტაცია.
მსგავსი შეჯიბრებები მნიშვნელოვანია სამთო კურორტების პოპულარიზაციისა და ტურისტული განვითარებისთვის და იზიდავს უამრავ ადგილობრივ და უცხოელ დამსვენებელსა და ათლეტს.