logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი სტუდენტ დავით ჩხობაძეზე: ახლა უწევს საბანკო ამონაწერის დამალვა და თავის მართლება ამ ახალგაზრდა კაცს - რატომ უფუჭებთ ცხოვრებას, რად გიღირთ ეს ყველაფერი?
- +

14 მარტი. 2023. 22:51

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, დიმიტრი ჩიქოვანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის მონაწილე ერთ-ერთ სტუდენტს, დავით ჩხობაძეს 1000 ლარი ჩაურიცხა.

როგორც ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საგანგაშოა ლექტორის წინააღმდეგ პროტესტის ფულის სანაცვლოდ გამოხატვა.

მისივე თქმით, არანაკლებ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კომკავშირული დავალებების მიცემის გამო, სტუდენტს უწევს საბანკო ამონაწერის დამალვა და თავის მართლება.

საგანგაშოა, როდესაც ირკვევა, რომ სტუდენტს ლექტორის წინააღმდეგ განცხადებას ფულის სანაცვლოდ აკეთებინებენ. ახლა უწევს საბანკო ამონაწერის დამალვა და თავის მართლება ამ ახალგაზრდა კაცს. რატომ უფუჭებთ ცხოვრებას, რად გიღირთ ეს ყველაფერი. რა უბედურებაა ბოლშევიკური და კომკავშირული დავალებების მიცემა. ხვალ და ზეგ რომ გაათვითცნობიერებენ, რა გააკეთებინეთ ამ ბავშვებს, მოგიტრიალდებიან და დედას გიტირებენ ნაცებო დამიჯერეთ!!!!!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner