logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: ზოგიერთ ევროპარლამენტარს ვურჩევ, იყვნენ სამართლიანები, მიხედონ თავიანთ საქმეს და თავი დაანებონ ანტიქართული საქმის კეთებას
- +

15 მარტი. 2023. 15:37

 

 

„რამდენიმე გაცვეთილი ევროპარლამენტარის მხრიდან, ახალი გზავნილები წამოვიდა. ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და არა ხელისუფლებაო. გარდა იმისა, რომ ეს განცხადება ამორალური და სპეკულაციურია, ამასთანავე გონიერებისგანაც ძალიან შორს დგას. სინამდვილეში ხალხის და მთავრობის ერთმანეთისგან გამიჯვნის უაზრო რიტორიკა შარშანდელი უსამართლობის გადაფარვას ემსახურება“, - წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

 

როგორც გვიდიანი აღნიშნავს, ხალხის და იმავე ხალხის მიერ არჩეული მთავრობის ერთმანეთისგან გამიჯვნა იდიოტიზმთან ერთად სახიფათო ტენდენციაა, რაც ახალისებს პოლარიზაციას და ხელს უწყობს ნიჰილიზმის დანერგვას.

 

„რამდენიმე გაცვეთილი ევროპარლამენტარის მხრიდან, ახალი გზავნილები წამოვიდა. ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და არა ხელისუფლებაო. გარდა იმისა, რომ ეს განცხადება ამორალური და სპეკულაციურია, ამასთანავე გონიერებისგანაც ძალიან შორს დგას. სინამდვილეში ხალხის და მთავრობის ერთმანეთისგან გამიჯვნის უაზრო რიტორიკა შარშანდელი უსამართლობის გადაფარვას ემსახურება. მოდით, ლოგიკას მივყვეთ - რომელი მთავრობა არ იმსახურებს?! - რომელმაც ევროკავშირთან გააფორმა ასოცირების შეთანხმება, რომელმაც მოიპოვა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელმაც მიიღო ვიზა-ლიბერალიზაცია, რომელმაც უამრავი რეფორმა გაატარა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით? ხელისუფლება, რომელმაც ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტი ნაბიჯი გადადგა ევროპასთან დაახლოების კუთხით, არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს?! მთავრობა რომ გვერდზე გადავდოთ და მათ ლოგიკას მივყვეთ, ხალხი იმსახურებსო, რომ ამბობენ, იგივე ქართველი ხალხი არ იმსახურებდა შარშან კანდიდატის სტატუსს? ცხადია - იმსახურებდა!

 

მაგრამ, უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო მაშინ ევროკავშირმა და ამის აღიარება ძალიან უჭირთ. ზუსტად ამიტომ არის ხალხის და მთავრობის ერთმანეთისგან გამიჯვნა ფარისევლობა. გარდა ალოგიკურობისა, ხალხის და იმავე ხალხის მიერ არჩეული მთავრობის ერთმანეთისგან გამიჯვნა იდიოტიზმთან ერთად სახიფათო ტენდენციაა, რაც ახალისებს პოლარიზაციას და ხელს უწყობს ნიჰილიზმის დანერგვას. ამიტომ, ზოგიერთ ევროპარლამენტარს ვურჩევ - იყვნენ სამართლიანები, მიხედონ თავიანთ საქმეს და თავი დაანებონ ანტიქართული საქმის კეთებას“, - წერს გვიდიანი ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner